ისწავლე დღეს, გამოიყენე ხვალ!

პროექტის შესახებ


 

პროექტის გეგმა





პროექტის მიზანია  მოსწავლეებში ფინანსური და ციფრული უნარების განვითარება, რომლებიც მათ დაეხმარება თანამედროვე, სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში ორიენტირებასა და სწორი, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. მოსწავლეებისთვის ფულთან სწორი, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, მათში  ფინანსური პასუხისმგებლობის ამაღლება, დაზოგვის კულტურის პოპულარიზაცია, ეკონომიკური აზროვნების ფორმირება და ციფრული ხელსაწყოების საშუალებით სხვადასხვა პრაქტიკული ფინანსური გამოთვლების განხორციელება, ინტერნეტსივრცეში ფინანსური უსაფრთხოების (კიბერუსაფრთხოების) ძირითადი წესების პრაქტიკული გამოყენება და მიღებული ცოდნის გაზიარება, რათა ყოველი მოსწავლე ჩამოყალიბდეს პასუხისმგებლიან და დამოუკიდებელ მოქალაქედ.  




1. საგანმანათლებლო და პრაქტიკული მიზანი:

მოსწავლეებმა შეისწავლონ პირადი და ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვის პრინციპები;
გაიაზრონ დაზოგვის მნიშვნელობა და ისწავლონ „საჭიროებებისა“ და „სურვილების“ გამიჯვნა;
გაეცნონ საბანკო პროდუქტების მუშაობის მექანიზმებს (ანაბარი, სესხი...)


2. ტექნოლოგიური (ისტ) მიზანი:
ფინანსური გათვლებისთვის ციფრული ინსტრუმენტების (Excel, ონლაინ კალკულატორები) ათვისება;
კიბერჰიგიენის წესების დანერგვა და ფინანსური თაღლითობისგან (ფიშინგი) თავდაცვის სწავლება;
კრეატიული აზროვნების განვითარება სასწავლო ანიმაციებისა და ციფრული პოსტერების შექმნის გზით;


3. სოციალური მიზანი:
სკოლაში ფინანსური განათლების კულტურის დამკვიდრება და ამ ცოდნის გაზიარება თემისთვის (ბუკლეტების, პრეზენტაციისა და ბლოგის მეშვეობით).










No comments:

Post a Comment