მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში სტარტს იღებს ინოვაციური პროექტი - „ფინანსური კომპასი“.
თანამედროვე სამყაროში ფინანსური წიგნიერება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციას. ფინანსური წიგნიერება არის უნარი, რომელიც ყველა მოსწავლეს სჭირდება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ჩვენი პროექტის ფუნდამენტური იდეა ეყრდნობა პრინციპს: დიდი ფინანსური წარმატება პატარა ნაბიჯებითა და სწორი დაგეგმვით იწყება!
რა გელით ჩვენს ბლოგზე?
ციფრული თავგადასავლები და რეალური ცოდნა! ეს სივრცე აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სასწავლო პროცესს. აქ აღმოაჩენთ ხელოვნური ინტელექტით გაცოცხლებულ აქტივობებს, ანიმაციებს, საავტორო საგანმანათლებლო აპლიკაციებსა და ინტერაქტიულ თამაშებს. თვალი ადევნეთ მოსწავლეების მიერ შექმნილ კრეატიულ ნაშრომებს, ციფრულ წიგნებსა და ფინანსურ ლაბირინთებს, რომლებიც სწავლას სახალისოს და პრაქტიკულს ხდის.
მაშ ასე, დავიწყოთ მოგზაურობა თეორიიდან - რეალურ ცხოვრებამდე!
თვალი ადევნეთ ჩვენს განახლებებს, გამოიყენეთ ჩვენი რესურსები და გახსოვდეთ:
Image by Cool Text: Logo and Button Generator - Create Your Own Logo
No comments:
Post a Comment