Saturday, January 10, 2026

,,ფინანსური კომპასი"








მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში სტარტს იღებს ინოვაციური პროექტი - „ფინანსური კომპასი“. 

დიდი ფინანსური წარმატება პატარა  ნაბიჯებითა და სწორი დაგეგმვით იწყება!

ჩვენი მიზანია, მათემატიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ფულის მართვა გახდეს მარტივი, სახალისო და უსაფრთხო. 

 რა გელით ჩვენს ბლოგზე? 

ამ ციფრულ სივრცეში ჩვენ ეტაპობრივად გავაზიარებთ ჩვენს თავგადასავალს: 
 მე-5 კლასელების პირველ ნაბიჯებს დაზოგვის სამყაროში და მათ მიერ შექმნილ ანიმაციებს; 
 „ჭკვიან“ ბიუჯეტებს Excel-ში; 
 კიბერუსაფრთხოების რჩევებსა და საბანკო ლაბირინთებს; 


ფინანსური წიგნიერება არის უნარი, რომელიც ყველა მოსწავლეს სჭირდება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. 
 


შემოგვიერთდით ამ მოგზაურობაში! 



თვალი ადევნეთ ჩვენს განახლებებს, გამოიყენეთ ჩვენი რესურსები და გახსოვდეთ:



თქვენი მომავალი თქვენს ხელთაა!
Image by Cool Text: Logo and Button Generator - Create Your Own Logo